ჯოკერი ოთხი მოთამაშის ქართული ბანქოს თამაშია. ყოველ რაუნდში აცხადებ, რამდენ ხელს წაიღებ, და ქულებს ზუსტად შესრულებული შეკვეთისთვის იღებ. jokeri.pw-ზე ჯოკერს უფასოდ ითამაშებ — გადმოწერისა და რეკლამის გარეშე, კომპიუტერზეც და ტელეფონზეც.
რას იპოვი აქ
- თამაში მეგობრებთან — შექმენი ოთახი და გაუგზავნე ბმული, ან იპოვე თანამოთამაშეები.
- თამაში ბოტებთან — მარტივი, საშუალო ან რთული, ნებისმიერ დროს.
- დღის გამოწვევა — ყველას ერთი და იგივე დარიგება, ერთი ცდა დღეში.
- სამი ფორმატი — კლასიკური (24 რაუნდი), სწრაფი (12) და მხოლოდ ცხრიანები.
- ჯოკერის ყველა სვლა — უმაღლესი, წაიღოს, მაღალი და დაბალი; კოზირი, ხიშტი, პულკა და პრემია.
- რეიტინგი და მიღწევები — ლიდერბორდი, წოდებები და სათამაშო სტილი.
წესები
ახალი ხარ? როგორ ვითამაშოთ ხუთ წუთში გაგაცნობს თამაშს, ჯოკერის სრული წესები კი ყველა დეტალს ერთ გვერდზე აგროვებს.