ჯოკერი არის კლასიკური ქართული საკარტე თამაში 4 მოთამაშისთვის. ყოველი ხელის დაწყებამდე უნდა გამოაცხადო, რამდენ ხელს აიღებ. ზუსტი პროგნოზისთვის ქულებს იღებ, შეცდომისთვის კი კარგავ.
ბანქოს დასტა
36 კარტი (♥ ♦ — 6-დან ტუზამდე, ♠ ♣ — 7-დან ტუზამდე) და 2 ჯოკერი — თამაშის ყველაზე ძლიერი კარტები.
მიზანი
ყოველი ხელის წინ აკეთებ განაცხადს, რამდენ ხელს აიღებ. თუ ზუსტად შეასრულებ განაცხადს, ქულებს მიიღებ; თუ მეტს ან ნაკლებს აიღებ, ქულებს დაკარგავ.
თამაშის მიმდინარეობა
დარიგება → განაცხადები → გათამაშება → ქულების დათვლა. ხელი მოიგება ყველაზე მაღალი კარტით ან კოზირით. სრული თამაში შედგება 24 ხელისგან, გაყოფილი 4 პულკად.
კოზირი
თითოეულ ხელს აქვს კოზირის მასტი, რომელიც სხვა მასტების კარტებზე ძლიერია. 1–8 კარტიან ხელებში კოზირს დარიგების შემდეგ გახსნილი კარტი ადგენს; 9-კარტიან ხელებში დამრიგებლის მარცხნივ მჯდომი ირჩევს.
ჯოკერი
თამაშის ყველაზე ძლიერი კარტი, რომელსაც ოთხი რეჟიმი აქვს: უმაღლესი (მაგ. „უმაღლესი ჯვარი“), წაიღოს (მაგ. „წაიღოს ჯვარმა“), მაღალი და დაბალი.
ითამაშე ჯოკერი ონლაინ უფასოდ
jokeri.pw-ზე — მეგობრებთან ან ბოტებთან, ტელეფონიდან თუ კომპიუტერიდან. რეგისტრაციის გარეშე, რეკლამების გარეშე.
სრული წესები დეტალურად: ჯოკერის სრული წესები →